1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 12:00-დან 19:00 საათამდე, ბათუმის ცენტრალურ პარკსა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
გელოდებათ მორთული პარკი, საბავშვო თამაშები, კოსტიუმირებული ანიმატორები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, წიგნის კუთხეში საბავშვო ლიტერატურის გამოფენა, ნახატების გამოფენა, ზღაპრის გმირები, მსახიობები კოსტიუმებში - დისნეის გმირები, ჯამბაზები, რვაფეხა, მეკობრეები და მრავალი სხვა.
14:00-21:00 – ცენტრალურ პარკში მუსიკალური და ქორეოგრაფიული ცენტრებისა და სტუდიების მონაწილეობით საბავშვო კონცერტი გაიმართება.
23:00 საათზე - ბათუმის სპორტკომპლექსის ყინულის სასახლეში ფიგურული სრიალისა და ჰოკეის შოუ.
13:00-17:00 – ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბავშვებს საეირნო მატარებელი უფასოდ მოემსახურება.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა დღის განმავლობაში უფასო იქნება.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)