რა ტიპის დოკუმენტით შეუძლია საქართველოში შემოსვლა უკრაინის მოქალაქეს?
უკრაინის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა შეუძლია მოქმედი პასპორტით ან ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით. თუ მოქმედი დოკუმენტი არ მოგეპოვებათ, თან იქონიეთ ვადაგასული ან დაზიანებული დოკუმენტი ან დოკუმენტის ასლები.
შემოუშვებენ თუ არა საქართველოში მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები?
მოცემული მომენტისათვის, საქართველოში შემოსვლა შეუძლია უკრაინის იმ მოქალაქესაც, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი. თუ ბავშვებთან ერთად იმყოფებით, რეკომენდირებულია, სულ, მცირე, ბავშვის დაბადების მოწმობის ქონა.
სასურველია, რომ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მოქმედი პასპორტი, თან ჰქონდეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათ ვინაობას. თუმცა, ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაშიც, უკრაინის მოქალაქეებს შესაძლოა, დართონ ქვეყანაში შესვლის ნება. გაიარეთ წინასწარი კონსულტაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან (032) 241-42-42.
საქართველოში შემოსვლის შემდეგ რა ვადით შეუძლია უკრაინის მოქალაქეს, გაჩერდეს ქვეყანაში?
უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ, შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე და იმყოფებოდნენ ვიზის გარეშე 1 წლის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ საკონსულო ვებ-გვერდი https://geoconsul.gov.ge/en
ვის უნდა მიმართოს უკრაინის მოქალაქემ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად?
თუ თავშესაფარი (საერთაშორისო დაცვა) გჭირდებათ, უფლება გაქვთ, მიმართოთ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ან წერილობით შეიტანოთ განაცხადი საქართველოს საზღვარზე ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოში:
ტელეფონის ნომერი: (+995) 598 08 00 97.
მისამართი: საქართველო, თბილისი, მიხეილ გახოკიძის ქუჩა 16.
მიღების საათები: ორშაბათი-პარასკევი/9:00-18:00.
ელ.ფოსტა: dipi@mia.gov.ge.
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მოპოვებით არ იზღუდება საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება. ამასთან, პირს შეუძლია, ნებისმიერ დროს გაითხოვოს განაცხადი თავშესაფარზე ან მოითხოვოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტა.
როგორ ხდება საქართველოს საზღვარზე ცხოველების გადაყვანა?
საქართველოს საზღვარზე შინაური ცხოველები შესაძლოა, პასპორტის და ვაქცინაციის გარეშეც გაატარონ. თუმცა, წესის მიხედვით, ცხოველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ძაღლებისა და კატების საერთაშორისო პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ საბაზისო ინფორმაციას:
აქვს თუ არა უკრაინის მოქალაქეს საქართველოში დასაქმების უფლება?
უცხოეთის (უკრაინის) მოქალაქეს უფლება აქვს, დასაქმდეს ნებისმიერ სამსახურში (საჯარო სასმახურის გარდა) ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.
ვაკანსიები უკრაინულ ენაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
http://www.dopomoga.ge/?category=28
სად შეიძლება უკრაინის მოქალაქემ ისარგებლოს სახელმწიფო სერვისებით?
სახელმწიფო სერვისების (ბინადრობის ნებართვა, დაბადების მოწმობა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის რეგისტრაცია და ა.შ.) მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფილიალების მისამართები: https://psh.gov.ge/main/page/7/406. ტელეფონის ნომერი: 032 2 405 405.
დასაშვებია თუ არა უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილით გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე?
უცხოური სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილისთვის აუცილებელია, აიღოთ შიდა სატრანზიტო ნიშანი და მოწმობა.
შიდა სატრანზიტო ნიშანი გაიცემა:
შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, დაჯარიმდეთ 500 ლარამდე თანხით, ხოლო შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში – დამატებით 30 ლარით.
შიდა სატრანზიტო ნიშნის და მოწმობის აღება შეგიძლიათ საქართველოს სახელმწიფო სერვისების სააგენტოში:
თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ.
სააგენტოს სხვა ფილიალების მისამართები იხილეთ ბმულზე https://www.sa.gov.ge/contact
ტელ.: 12 72
საზღვარგარეთიდან: +995 (032) 2 41 91 91
ელ. ფოსტა: sagency@sa.gov.ge
აქვთ თუ არა უკრაინის მოქალაქეებს წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე?
უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც 2022 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უწყვეტად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა, რომელშიც შედის:
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე 1505 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
კერძო კომპანიების მიერ შემოთავაზებული სერვისების სანახავად ეწვიეთ ბმულს https://www.dopomoga.ge/?category=23
შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის ვაქცინაციის ჩატარება საქართველოში?
უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვსიტომდე პერიოდში შემოვიდნენ, სარგებლობენ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაციასაც გულისხმობს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.
შეუძლიათ თუ არა უკრაინის მოქალაქეებს სწავლის გაგრძელება საქართველოს სკოლებში?
მოსწავლეები, რომლებიც საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში განათლების მიღებას, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. მათი ჩარიცხვა შესაძლებელია იმავე კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის სკოლაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. სპეციალურად უკრაინელი ბავშვებისთვის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში, 220-ე სკოლასა და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში გაიხსნა უკრაინული სექტორები.
დეტალური ინფორმაცია სკოლებში რეგისტრაციისა და სასკოლო განათლების შესახებ იხილეთ ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/431
შესაძლებელია თუ არა საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების მიღება?
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს ჰუმანიტარული დახმარების რამდენიმე პუნქტი, სადაც უკრაინის მოქალაქეებს პასპორტის წარდგენის შემდეგ საჭირო ნივთების (ტანსაცმელი, საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები და სხვა.) წამოღება შეუძლიათ. პუნქტებს მოხალისეები უძღვებიან. ჰუმანიტარული დახმარების პუნქტების მისამართები და ტელეფონის ნომრები იხილეთ ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/249
რა დოკუმენტებია საჭირო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ვრცლად ჩვენს გზამკვლევში https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/641
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ქორწინების რეგისტრაციისთვის?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ვრცლად ჩვენს გზამკვლევში https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/632
სადუნდა ავიღოთ საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების მოწმობა?
მშობელიდაბადების მოწმობის მისაღებად უნდა გამოცხადდეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.
საქართველოსდიდქალაქებში იუსტიციის სახლების ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/628
სახელმწიფოსერვისების განვითარების სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო № 1. (იუსტიციის სახლი). სააგენტოსფილიალების მისამართები იხილეთ ბმულზე https://sda.gov.ge/?page_id=5872
ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ვრცლად ჩვენს გზამკვლევში https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/632
ვის შეუძლია საქართველოში უძრავი ქონების შეძენა, იჯარით აღება ან ქირაობა?
საქართველოში უძრავი ქონების (კორპუსის ბინა, კერძო სახლი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი) შეძენა, იჯარა/ქირაობა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. ერთადერთი გამონაკლისი სასოფლო-სამეურნეო მიწაა, რომლის შეძენის უფლებაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს.
ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ვრცლად ჩვენს გზამკვლევში https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/525
რა დაგჭირდებათ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის?
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი
- იურიდიული მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე. თუ საქართველოში უძრავი ქონება გაქვთ, შეგიძლიათ, ამ ქონების მისამართი მიუთითოთ. თუ უძრავ ქონებას არ ფლობთ, საკმარისია, წარადგინოთ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა, მაგალითად, თუ ქირით ცხოვრობთ, შეგიძლიათ, იმავე ბინის/სახლის მესაკუთრის თანხმობა აიღოთ და თქვენი ინდ.მეწარმის იურიდიულ მისამართად მიუთითოთ.
- ხელმოწერების დამოწმება (ხდება ადგილზევე, იუსტიციის სახლში, დამოწმების საფასური 7 ლარი)
- რეგისტრაციის საფასური:
ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ვრცლად ჩვენს გზამკვლევში https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/525
The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)