1 ივლისს თბილისის ბალეტის ფესტივალზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი ფესტივალის მაყურებელს საინტერესო პროგრამას შესთავაზებს. უკრაინული დასი ჰანს ვან მანენის და ჯო ნოიმაიერის ერთმოქმედებიან ბალეტებს წარმოადგენენ.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, ბალერინა ასოლუტა ალესანდრა ფერი და მარსელო გომესი. ცნობილი მოცეკვავეები ანჟელინ პრელჟოკაჟის პა დე დეს იცეკვებენ.
უკრაინული საღამოს ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ tkt.ge- ზე და თეატრის სალაროში. https://tkt.ge/event/352189/tbilisis-baletis-festivali
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)