9 ივნისს რესტორანში "ბინაN37" საქველმოქმედო საღამო გაიმართება

9 ივნისს, 18:00 საათზე, რესტორანში "ბინაN37" გაიმართება საქველმოქმედო ვახშამი, რომლის მიზანია ნინო ქათამაძის ფონდის საქმიანობის მხარდასაჭერად რესურსების მობილიზება.

ფონდი ზრუნავს 70-ამდე ბავშვზე, ლტოლვილებზე ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ფონდი უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, აწყობს მასტერკლასებს, ხელს უწყობს ნიჭიერი ბავშვების განვითარებას - მუსიკა, სახვითი ხელოვნება,  ბავშვებს უტარდებათ სამედიცინო ოპერაციები და ა.შ.

საღამო მოიცავს გასართობ პროგრამას, მათ შორისაა ნინო ქათამაძის სიმღერების შესრულება, მისასალმებელი სიტყვა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების მიერ, ვახშამი უკრაინული სამზარეულოს პოპულარული რესტორნებისგან - Fork და Pan Varenyk და  საქველმოქმედო აუქციონი საღამოს დასასრულს.

საქველმოქმედო თანხის საწყისი მოცულობა 200 ლარიდან იწყება და მთლიანად გადაირიცხება ფონდის ანგარიშზე.

მისამართი: თბილისი, სოფრომ მგალობლიშვილის 5ა.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)