მე-9, მე-10 და მე-11 კლასის უკრაინელ მოსაწავლეებს ნიუტონის თავისუფალი სკოლა უფასო სწავლას სთავაზობს. სწავლების ენა ინგლისურია.
პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით სკოლაში ფუნქციონირებს მხოლოდ ქართულენოვანი სექტორი,თუმცა მსურველების რიცხვის გათვალისწინებით, სკოლა მზადაა, განიხილოს ახალი ინგლისურენოვანი ჯგუფების გახსნა მითითებული კლასებისათვის.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე https://bit.ly/3tNdggx
საკონტაქტო ტელეფონები: +995570 70 50 80, +995570 70 50 90.
The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)