უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეებს ID-ბარათების ასაღებად განცხადების გაკეთება შეეძლებათ ფილიალებში, რომლებიც ფუნქციონირებენ პოლონეთში, თურქეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და გერმანიაში. ყველა ფილიალის ჩამონათვალი იხილეთ აქ https://pasport.org.ua/centers
ამ ფილიალებში შეიძლება როგორც ახალი, ისე ძველი დოკუმენტების გამოცვლა, რომელთაც მოქმედების ვადა გაუვიდათ. შესაძლებელია ასევე 1994 წლის ნიმუშის შიდა პასპორტების შეცვლა ID-ბარათებით. ამასთან, ერთდროულადაა შესაძლებელი საზღვარგარეთის პასპორტისა და ID-ბარათის შეკვეთა.
მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ადგილზე, ონლაინ-სერვისის საშუალებით (საჭიროა გქონდეთ სმარტფონი და ბარათი, ან მისი რეკვიზიტები).
ელექტრონულ რიგში ჩასაწერად საჭიროა ეწვიოთ ვებ-გვერდს https://pasport.org.ua/centers და აირჩიოთ სასურველი ფილიალი.
ID-ბარათების საფასური
გერმანიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთსა და თურქეთში ID-ბარათების საფასური ვადების მიხედვით განსხვავდება და განსაზღვრულია 450 - 820 ჰრივნის ფარგლებში;
საზღვარგარეთის პასპორტის საფასური: 856-1496 ჰრივნის ფარგლებში;
ID-ბარათი + საზღვარგარეთის პასპორტის საფასური: 856+1496 ჰრივნადან 1306+2316 ჰრივნამდე.
მომზადებულია Novyny Live-ის მასალის მიხედვით
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)