28 ივნისს იმართება ბიზნეს-ფორუმი უკრაინელი ლტოლვილების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის

ორგანიზაცია CARE Caucasus გამართავს ბიზნეს-ფორუმს თბილისში უკრაინელი ლტოლვილების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშესაწყობად და მათთვის უკეთესი ბიზნეს-გარემოს შესაქმნელად. 

ფორუმის მიზანია საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების ეკონომიკური უნარების განვითარება გამოცდილების გაზიარებით, საქმიანი კავშირების გაუმჯობესებით და საქართველოს ადგილობრივ ბიზნესთან ახალი ურთიერთობების დამყარებით.

ფორუმის ფარგლებში CARE Caucasus უკრაინელებს შესთავაზებს დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობას და წარმოადგენს საგრანტო პროგრამას. 

ბიზნეს-ფორუმი გაიმართება 2023 წლის 28 ივნისს, 09:30-14:00, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), მისამართი: თბილისი, ინოვაციების ქუჩა N7.

ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს CARE Caucasus. შეკრების ადგილი: რუსთაველის გამზირი, რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედის ძეგლთან. 09:00-10:00. 

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/fuk9Pzx26yT4SQnYA 
 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)