ფსიქო-სოციალური დახმარება უკრაინელი ქალებისა და გოგონებისათვის

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) უკრაინელ ქალებსა და გოგონებს ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევს.

CSDC, ქალთა გლობალურ ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს უკრაინელი ქალებისა და გოგონების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით. უკრაინელ ქალებს საშუალება ექნებათ მიიღონ დახმარება და ონლაინ წვდომა პროფესიონალ ფსიქოლოგებთან, იურისტებთან და კარიერის მხარდაჭერის კონსულტანტებთან. კონსულტაციები ტარდება ონლაინ და უფასოდ. შეგიძლიათ, ჩაერთოთ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. 

პროექტში ჩასართავად და საჭირო დახმარების ან რჩევის მისაღებად უნდა შეავსოთ მარტივი ფორმა და ორგანიზატორები თავად დაგიკავშირდებიან. 

ფორმა: https://forms.gle/MRawcwTV7VcptVaE7 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)