Apart Development-ის ვაკანსია გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

დეველოპერული კომპანია Apart Development უკრაინიდან დევნილი მოქალაქეებისათვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა: მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება/სატელეფონო კონსულტაცია, მომხმარებლის ვიზიტის ორგანიზება, გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა, მიმდინარე სამშენებლო პროექტების დეტალური შესწავლა და გაყიდვებზე ორიენტირებული აქტივობების ინიცირება.

ძირითადი მოთხოვნები: მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები: გამართულად ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის წარმართვის უნარი რუსულ-ინგლისურად, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალების მიმართ ორიენტირებული, დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაგზავნოთ რეზუმე შემდეგ მისამართზე: office@apart.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,გაყიდვების სპეციალისტი’’.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)