Როგორ შეიძლება საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვისთვის პასპორტის აღება?

უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის განმარტებით, საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვის მშობლებს პასპორტის ასაღებად საჭირო ნებისმიერი დოკუმენტის ჩაბარება შეუძლიათ ბავშვის თანხლების გარეშე. დოკუმენტების ჩაბარება შესაძლებელია “საპასპორტო სერვისის” ცენტრებში ან უცხოეთში, უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ქვეყნებისა და საპასპორტო სერვისის მისამართების ნახვა შესაძელბელია ბმულზე https://rb.gy/mt3ce 

თუ ბავშვი თან არ გყავთ, თან იქონიეთ შვილის 10X15 ზომის ფოტოსურათი. თუ ბავშვის დაბადების მოწმობა არ არის უკრაინაში გაცემული, საჭირო იქნება მისი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება. შესაძლებელია, მოგთხოვონ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაც, მისი ლეგალიზების მიზნით. 

მოთხოვნები მშობლების მიმართ

მშობლის პასპორტი უნდა იყოს მოქმედი. თუ მისი მოქმედების ვადა ამოიწურა ან ფოტოსურათი არ არის, შესაძლებელია ერთდროულად გაკეთდეს განაცხადი დედის ID-ბარათისა და ბავშვის საზღვარგარეთის პასპორტის მიღების თაობაზე. ამის გაკეთება შესაძლებელია “საპასპორტო სერვისის” ცენტრებში. 

ბავშვისთვის უკრაინული პასპორტის აღება ნებადართულია იმ შემთხვევაშიც, თუ მამა უცხოელია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება. ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ შესაძლებელია პასპორტზე განაცხადის გაკეთება როგორც დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ასევე “საპასპორტო სერვისის” ცენტრებში. 

ბავშვის საზღვარგარეთის პასპორტის აღების საფასური

ბავშვისთვის საზღვარგარეთის პასპორტის აღების საფასური იგივეა, რაც სრულწლოვანისთვის. მიგრაციის სამსახურის დანაყოფებში საფასური შემდეგნაირია:

856 ჰრივნა სტანდარტული;

1496 ჰრივნა დაჩქარებული. 

“საპასპორტო სერვისის” ცენტრებში საფასური უფრო მეტია, რადგან ისინი მომსახურების ფასს ამატებენ. 

 

მასალა მომზადებულია Visit Ukraine-ის სტატიის მიხედვით

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)