LA.MA.ZO-ს ლამაზი ჯანჯაფილის ორცხობილები

ნატალია საქართველოში სუმიდან ჩამოვიდა. ომამდე არტ თერაპია იყო მისი პროფესია, ხოლო ჯანჯაფილის ორცხობილების გამოცხობა - საყვარელი ჰობი.

ჩამოსვლისთანავე საყვარელი საქმე პატარა ბიზნესად აქცია და ბათუმში გახსნა სტუდია LA.MA.ZO („ლამაზო“). აცხობს ორიგინალური დიზაინის და ფორმის ჯანჯაფილის ორცხობილებს - სადღესასწაულოდ და ყოველდღიურად. იღებს კორპორატიულ შეკვეთებსაც.

ნატალიას ვკითხეთ, რითი განსხვავდება მისი პროდუქცია ბაზარზე არსებული სხვა ტკბილეულისგან. „ჩემი ორცხობილები მხოლოდ საკვები არაა. მათი მთავარი მიზანი ემოციების გამოწვევაა!“ - გვიპასუხა მან. 

შეკვეთის გასაკეთებლად ეწვიეთ ნატალიას ინსტაგრამ გვერდს @la.ma.zo_batumi 

შეკვეთას კურიერი ნებისმიერ ქალაქში მოგიტანთ. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)