29 ივნისს დედაენის ბარში გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება

რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებამ დამანგრეველი წყალდიდობა, ათიათასობით ადამიანის უსახლკაროდ დატოვება და უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა გამოწვია.

დედაენის ბარი, ქართველი და უკრაინელი არტისტები ერთიანდებიან და 29 ივნისს გამართავენ საქველმოქმედო ივენთს დაზარალებულების დასახმარებლად.

ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაცია Rescue Now-ს.

თუ დასწრებას ვერ ახერხებთ და დახმარების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ შემდეგი ლინკების საშუალებით:

https://rb.gy/t0f6q 

https://rb.gy/auzjw 

- კარი: 20 ლარი / ბილეთები გაიყიდება კარზე

- ასაკი: 21+

- კაფე-ბარში შესვლა მხოლოდ უჩინარი თვალის დასტურის შემთხვევაში

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)