სიახლე აღარ არის, რომ სოციალური ქსელები, განსაკუთრებით კი ინსტაგრამი, მნიშვნელოვანია ბიზნესის პოპულარიზაციისთვის.
წარმოიდგინეთ, რომ ისეთმა უმნიშვნელო დეტალმაც, როგორიცაა პროფილის ფოტო, შეიძლება თქვენი გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
გთავაზობთ 5 რჩევას იმისთვის, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინსტაგრამი წარმატებული ბიზნესისთვის.
1. ბიზნეს გვერდის გახსნა
თუ გინდათ, რომ ინსტაგრამის დახმარებით გაყიდოთ პროდუქტი და პოპულარობა შესძინოთ მას, პირველ რიგში სტანდარტული ინსტაგრამის გვერდი უნდა გადააქციოთ ბიზნეს ინსტაგრამად. ამისათვის თქვენს პროფილში მოძებნეთ განყოფილება “Settings”, აირჩიეთ “Account” და დააწკაპუნეთ “Switch to Professional Account” ღილაკს. Შემდეგ მიჰყევით ინსტუქციას: შეავსეთ მისამართის ველი, მიუთითეთ ვებ-საიტი, აირჩიეთ სახელი და თქვენი ბიზნეს გვერდიც მზადაა. Ახლა უკვე შეგიძლიათ საკუთარი პოსტების დარეკლამება და დეტალური სტატისტიკის ნახვა.
გახსოვდეთ: თქვენი გვერდის სტატისტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, ზუსტად ჩამოაყალიბოთ იმ ადამიანთა მახასიათებლები, ვისაც დიდი ალბათობით ასევე მოეწონება თქვენი გვერდი. Სტატისტიკის სანახავად დააკლიკეთ თქვენი პროფილის ფოტოს და ზედა, მარჯვენა კუთხეში ჩამოშალეთ სამხაზიანი მენიუ, აირჩიეთ “insights”, შემდეგ კი მონიშნეთ “Overview”.
2. ინსტაგრამის პროფილის მოწესრიგება
პროფილის ფოტო: აირჩიეთ მაღალი ხარისხის (HQ) პროფილის ფოტო, რომელიც ნათლად წარმოაჩენს თქვენი ბრენდის იდენტობას, მაგალითად ლოგო ან პორტრეტი. ფოტო უნდა იყოს მარტივად აღქმადი. Ამიტომ მოერიდეთ გადატვირთულ ფონებსა და კოლაჟებს.
Bio: შექმენით დამაჯერებელი და ლაკონური ბიოგრაფია, რომელიც ნათლად აღწერს, რას აკეთებს თქვენი ბიზნესი და რას სთავაზობს მომხმარებელს. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები, რომ დაეხმაროთ მომხმარებლებს თქვენი პროფილის მარტივად პოვნაში (მაგ. თუ თქვენ ყიდით ფუნთუშებს, ეცადეთ ტექსტში ახსენოთ თქვენი “საფირმო” ფუნთუშის დასახელება).
თუ გაქვთ ვებგვერდი, Bio-ში მიუთითეთ, რადგანაც ეს ერთადერთი ადგილია ინსტაგრამზე, სადაც შეგიძლიათ ბმულის ჩასმა.
3. მაღალი ხარისხის პოსტები
შეიმუშავეთ თანმიმდევრული ვიზუალური სტილი ან ესთეტიკა თქვენი ინსტაგრამისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია ფერების მსგავსი პალიტრის მეშვეობით, მაგალითად მთლიანად ლურჯის ან ლურჯის და ვარდისფერის გამოყენებით. ასევე, გამოიყენეთ ერთნაირი ფილტრები ან საერთო ელემენტები. მაგალითად, კარგი იქნება თუ ყველა პროდუქტის ფოტოს/ვიდეოს ექნება იდენტური უკანა ფონი. ეს ხელს უწყობს ცნობადი ბრენდის იდენტობის შექმნას, რადგანაც მომხმარებლისთვის, რომელიც ერთხელ ნახავს თქვენს პოსტს, მომავალში თქვენი ბრენდის ამოცნობა უფრო მარტივი გახდება.
იმისთვის, რომ გვერდი საინტერესო იყოს, შეეცადეთ მონაცვლეობით გამოაქვეყნოთ პროდუქტის, პროდუქტის შექმნის ამსახველი, ინფორმაციული და სხვა სახის პოსტები. Შედეგად თქვენი გვერდი უბრალოდ კატალოგი კი არ იქნება, არამედ ექნება მრავალფეროვანი, საინტერესო და დამამახსოვრებელი სახე.
თქვენი ბრენდი მომხმარებელს ნივთის გარდა უნდა სთავაზობდეს შეგრძნებებსა და მოგონებებს, რომელიც მას თან უნდა გაჰყვეს. Სწორედ თქვენი ინდივიდუალური, ადამიანური მხარე არის ის, რაც რეალურად იზიდავს ადამიანებს.
არ დაგავიწყდეთ თეგებისა და ჰეშთეგების გამოყენება.
4. “სთორი”
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ “სთორის”. გამოიყენეთ “სთორი” თქვენს აუდიტორიასთან დასაახლოებლად. გაუზიარეთ მომხმარებლებს თქვენი ბიზნესის “შიდა სამზარეულო”, თქვენი პროდუქტის შექმნის პროცესი.
არ დაგავიწყდეთ: თუ გადაწყვეტთ, მომხმარებელს გაუზიაროთ ინფორმაცია ახალი პროდუქტის შესახებ, ან გსურთ დააანონსოთ სპეციალური შეთავაზება, აუცილებლად განათავსეთ ექსკლუზიური ფასდაკლებები ან აქციები თქვენი ”სთორის” და “რილსის” მაყურებლებისთვის. Ამ გზით ისეთ აუდიტორიასაც მოიზიდავთ, რომელიც “News feed”- ის ნაცვლად უპირატესობას ამ ფორმატს ანიჭებს.
მომხმარებელთა ჩართულობის წახალისებისა და გამოხმაურების მოსაპოვებლად გამოიყენეთ ინტერაქტიული ფუნქციები, როგორიცაა გამოკითხვები, ვიქტორინები, ან Swipe-up ლინკები. ეს დაგეხმარებათ, გამოიკვლიოთ, რა სჭირდებათ მომხმარებლებს თქვენი გვერდისგან.
5. რეკლამა
თუ გინდათ, რომ ახალ აუდიტორიას მაწვდინოთ ხმა, ყველაზე ხელსაყრელი, სწრაფი და მოსახერხებელი თქვენი რომელიმე პოსტის დარეკლამება იქნება. Აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული პროდუქტის ან აქციის პოსტი და დააჭირეთ ღილაკს Boost post. აირჩიეთ მიზანი, მონიშნეთ, რა გსურთ: მეტი მესიჯი, მეტი ნახვა თქვენს პროფილზე თუ ნახვების გაზრდა თქვენს ვებგვერდზე.
შემდეგ მონიშნეთ აუდიტორია. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ ინტერესებითა თუ სხვა პარამეტრებით გაფილტროთ აუდიტორია, უმჯობესია, მონიშნოთ ავტომატური აუდიტორია, რადგან ინსტაგრამი თავად უკეთესად პოულობს იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება, მოეწონოთ და დაინტერესდნენ თქვენი გვერდით. პლატფორმა თავად აანალიზებს თქვენი “ფოლოვერების” ინტერესებს, ასაკსა და სხვა პირად მოანცემებს და რეკლამას უჩვენებს თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ მომხმარებლებს.
და ბოლოს, მონიშნეთ ბიუჯეტი და დღეების ოდენობა რამდენ ხანსაც გინდათ, რომ თქვენი რეკლამა იყოს აქტიური.
თუ ამ და სხვა საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია გაინტერესებთ, მიჰყევით ბმულს და წაიკითხეთ Meta-ს სასარგებლო რჩევები https://www.facebook.com/business/learn/courses
მოამზადა Dopomoga Ukraini-ს გუნდმა
გაქვთ კითხვა თქვენი ინსტაგრამ გვერდის პოპულარიზაციაზე? მოგვწერეთ.
კიდევ რა თემაზე გინდათ ინფორმაცია? მოგვწერეთ და ჩვენი გუნდი მოგიმზადებთ თქვენთვის სასურველ კონტენტს.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)