14 ივლისი - საინფორმაციო შეხვედრა უკრაინის მოქალაქეებთან იურიდიულ საკითხებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იწვევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 14 ივლისს თბილისში.

შეხვედრის თემები:

  • ბიზნესის რეგისტრაცია
  • უცხოური მანქანის რეგისტრაცია
  • ბინადრობის ნებართვის მიღება
  • სხვა აქტუალური საკითხები 

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში 14:00 საათზე გაიმართება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეუერთდნენ შეხვედრას:

  • ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ოფისში: ქ. თბილისი, აკაკი გახოკიძის ქ.11ა
  • ან ონლაინ პლატფორმის Zoom-ის მეშვეობით (Zoom შეხვედრაზე წვდომა მხოლოდ დარეგისტრირებულ მონაწილეებს ექნებათ).

შეხვედრის ენა: რუსული, ინგლისური

თუ გსურთ შეხვედრაში მონაწილეობა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოთ, თუ რა ფორმატში გსურთ შეხვედრაში მონაწილეობა https://rb.gy/k63l8

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: office@rights.ge ან დარეკეთ +995 (555) 107 300

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)