შეიცვალა უცხოელთათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძლვები

1 ივლისიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც არეგულირებს გენდერული ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უცხოელებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლებს.

 კერძოდ, უცხოელი მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, თუ “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არის მხვერპლი და

  • რომლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან/და
  • რომლის მიმართ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები, ან/და
  • რომელიც სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებებით;

იხილეთ  "Rights Georgia"-ს მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა: https://t.ly/d4vK _

სამართლებრივ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციის მისაღებად დარეკეთ: +995 555 107 300.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)