გიწვევთ ნახატებისა და ფოტოსურათების საერთოუკრაინულ კონკურსში “რა არის ჩემთვის უკრაინა” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 4-დან 18 წლის ასაკის ბავშვებს უკრაინიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული უკრაინული დიასპორიდან. კონკურსის მონაწილეები საკონკურსო ნამუშევრების ავტორები თავად უნდა იყვნენ.
კონკურსის მონაწილე და მისი წარმომადგენელი გარანტიას იძლევიან, რომ საკონკურსო ნამუშევარი ავთენტურია, აქამდე სხვა კონკურსებში მონაწილეობა არ მიუღია, არ არღვევს სხვა პირების საავტორო უფლებებს.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2023 წლის 1 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://uwcfoundation.com/ua/blagotvoritelnost-v-mire/shho-dlya-mene-ukraїna-2023
იხილეთ ორგანიზაციის გვერდი 
                 
                 
                 
                 
                 
                The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)