ტრენინგი ბათუმში მოქმედი უკრაინული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პოტენციალის გაძლიერებაზე

ჩართულობისა და განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ორდღიან ტრენინგზე, რომლის მიზანია ბათუმში მოქმედი უკრაინული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პოტენციალის გაძლიერება.

ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი უკრაინული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ახალ სოციალურ გარემოში საკუთარი პოტენციალის ამაღლება და ორგანიზაციის მართვის შესაძლებლობების გაანალიზება.

უკრაინული სამოქალაქო ორგანიზაციების პოტენციალის გაძლიერების ტრენინგი წარმოადგენს იმ პროექტის ნაწილს, რომლის მიზანია უკრაინაში ომის საპასუხოდ, სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის განვითარება. პროექტი ხორციელდება People in Need Georgia -ს მხარდაჭერით.

ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ორგანიზაციული განვითარებისა და უსაფრთხოების პოტენციალის გაძლიერების ექსპერტები - ოლეკსანდრ დელემენჩუკი და აგიტ მირზოევი ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარებიან:

  • მოახდინონ საკუთარი საქმიანობის დეტალიზება;
  • გააანალიზონ ორგანიზაციის მართვის სისტემის შესაძლებლობები და ხარვეზები;
  • ორგანიზაციული შესაძლებლობების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შედგენა;
  • განსაზღვრონ პროექტის სასიცოცხლო ციკლი და სწორად დაჰყონ იგი ფაზებად;
  • გააანალიზონ ორგანიზაციის იურიდიული და ფინანსური “ჯანმრთელობის” ასპექტები;

ტრენინგი გაიმართება 21-22 აგვისტოს, 10:00-16:00

ადგილმდებარეობა: ქალაქი ბათუმი, სასტუმრო Best Western Batumi, 111 Zurab Gorgiladze

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2023 წლის 14 აგვისტო.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/omxxA7pPFjRa6nPk8

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)