24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, Майдан Батумі აწყობს მასშტაბურ ღონისძიებას, რომლის მიზანიცაა ტაქტიკური მედიცინის პირველადი დახმარების 100 ყუთისთვის თანხის შეგროვება.
17:00-21:00 საათებში გაიმართება უკრაინული ბიზნესის წარმომადგენლების საქველმოქმედო ბაზრობა. ტერიტორიაზე გაიყიდება საავტორო მაისურები, ჩანთები, სამაჯურები და ა.შ.. აქვე გაიყიდება უკრაინული და ქართული სამზარეულოს კერძები, ცივი საოჯახო ლიმონათები.
19:00-21:00 საათებში გაიმართება უკრაინის მხარდასაჭერი აქცია. უკრაინული ბავშვები ასევე ამზადებენ ფლეშმობს.
ღონისძიებების გამართვის დრო და ადგილი: 24 აგვისტო, 2023 წელი, 17:00-21:00. ქალაქი ბათუმი, ევროპის მოედანი.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)