საბავშვო პროგრამა „ვაშენებთ ერთად“ იწვევს 10-დან 12 წლამდე ბავშვებს

ნინო ქათამაძის ფონდი იწვევს 10-დან 12 წლამდე ბავშვებს პროგრამაში „ვაშენებთ ერთად“.

ბავშვებს საშუალება ექნებათ, შექმნან თავიანთი ოცნების შენობა, იქნება ეს სახლი, კოშკი, თეატრი, სკოლა და ნებისმიერი ფორმისა და ფუნქციის სხვა ნაგებობები. შემდეგ შექმნილი შენობებიდან ააწყობენ ტერიტორიის გენერალურ გეგმას და სრულფასოვან ქალაქს, ქუჩებით, მოედნებით, პარკებით, წყალსაცავებით. ყველა შექმნის საკუთარ შენობას და შემდეგ გააერთიანებს მას ახალი ქალაქის გარემოში.

ბავშვები ისწავლიან სახაზავებთან, მუყაოსთან, საჭრელებთან, წებოსთან მუშაობას, ასევე მასშტაბის, სამშენებლო კომპონენტების და არქიტექტურული ტექნიკისა და მახასიათებლების ძირითად ცნებებს ურბანული გარემოს შესაქმნელად. 

რეგისტრაცია https://shorturl.at/jxzCY

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)