ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის წესები მკაცრდება. 2024 წლიდან ევროკავშირში შესასვლელად დაგჭირდებათ სპეციალური ელექტრონული ნებართვა. ცვლილება უკრაინის მოქალაქეებსაც ეხება.
ნებართვის გაფორმება შესაძლებელი იქნება ETIAS ვებგვერდზე ან მობილური აპლიკაციით.
ნებართვის გაფორმების ღირებულება 7 ევროა. იმოქმედებს გამონაკლისებიც.
განაცხადის წარდგენის შემდეგ მიიღებთ ელ.ფოსტას, რომლითაც თქვენი განაცხადის განხილვის შედეგებს შეგატყობინებენ. უარის მიღების შემთხვევაში, უარის მიზეზი და გასაჩივრების პროცედურები განმარტებული იქნება.
ETIAS ნებართვის გაფორმებას რამდენიმე წუთი დასჭირდება, მაგრამ ეს ვადა შესაძლოა 2 კვირამდე გაიზარდოს თუ დამატებითი დოკუმენტების წარდგენა გთხოვეს და 30 დღემდე - თუ ინტერვიუზე მიგიწვიეს.
ნებართვა გაცემიდან 3 წელი იმოქმედებს. თუ თქვენს პასპორტს ვადა გაუვა ან ახალ დოკუმენტს აიღებთ, ნებართვის აღებაც ხელახლა მოგიწევთ.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)