1 ოქტომბერს 12:00-დან 21:00 საათამდე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა „თავისუფლების ბურჯები“.
ფოტოგამოფენაში მონაწილეობენ ომის ცნობილი უკრაინელი ფოტოგრაფ-მკვლევრები - ვიტალი იურასოვი, ოლეგ პალჩიკი, გეორგი ივანჩენკო, ელიზავეტა სერვატინსკა და ოქსანა კამი.
მოხდება ფოტონამუშევრების გაყიდვა გამოფენიდან, თანხა სრულად მოხმარდება აზოვის ბრიგადის მედიკოსებისთვის ღამის ხედვის მოწყობილობის შეძენას.
ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საქველმოქმედო ბაზრობა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები უკრაინულ თემატიკაზე, და ამით მხარი დაუჭიროთ უკრაინელ სამხედროებს. თანხის ნაწილი გაიგზავნება შეიარაღებული ძალების დასახმარებლად.
ლოკაცია: უკრაინული სახლი, მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის), 8.
დასწრება თავისუფალია.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)