შშმ პირის სტატუსის მიღება შეუძლიათ როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს.
2022 წლის თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქე (გარდა თავშესაფრის მაძიებელი პირებისა) გადის შშმ პირის სტატუსის შეღავათების გარეშე მოპოვების შემდეგ პროცედურას:
• მიმართავს სამედიცინო ცენტრს, სადაც არის კომისია, რომელიც განიხილავს შშმ პირის სტატუსის მინიჭების საკითხს.
• კომისიისთვის განაცხადის წარგდენა ფასიანია. კომისიის მოთხოვნით ტარდება კვლევები, რომლებიც ასევე ფასიანია.
• ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ბენეფიციარს.
• თუ გაქვთ უკრაინაში მიღებული შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ დოკუმენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ აღიარებს. თუმცა, თუ ეს დოკუმენტი თარგმნილია და დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ, ის შეიძლება წარედგინოს კომისიას.
• თავშესაფრის მაძიებლის ან სტატუსის მქონე პირისთვის დოკუმენტების წარდგენა კომისიაში უფასოა, მაგრამ გამოკვლევა ფასიანია. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ბენეფიციარს.
• სტატუსის მოპოვების შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს მოქალაქე საქართველოში ინვალიდობის პენსიას ვერ მიიღებს, თუ ქვეყანაში 10 წელი უწყვეტად არ ცხოვრობს.
შშმ პირის სტატუსის დასადგენად ბენეფიციარი უნდა დაუკავშირდეს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც მინიჭებული აქვს სამედიცინო და სოციალური შემოწმების ჩატარების უფლება და სადაც მოქმედებს სტატუსის დამდგენი კომისია.
იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებსაცამ კვლევების ჩატარების უფლება აქვთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: https://rama.moh.gov.ge
ან დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1505 / 032 2 510 026.
მომზადებულია World Vision in Georgia-ს ინფორმაციის საფუძველზე
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)