რეფერალური მომსახურების პროგრამა უკრაინის მოქალაქეებისაათვის

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში შემოსული და საქართველოში მუდმივად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სარგებლობენ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მომსახურებით, მათ შორისაა რეფერალური მომსახურება - ფინანსდება გადაუდებელი სამედიცინო სერვისები, როგორიცაა სასწრაფო დახმარება, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია და ა.შ.

რა არის რეფერალური მომსახურება?

განსაკუთრებით საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის. დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღება პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის მიერ.

ამისათვის უნდა დაწეროთ განცხადება, მიამაგროთ დოკუმენტაცია და წარუდგინოთ კომისიას. კომისიამ გადაწყვეტილება ერთ თვეში უნდა მიიღოს. რეფერალური მომსახურების ფარგლებში განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდის მომენტი. მომსახურებისთვის უკვე გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. პაციენტმა უნდა აცნობოს მომსახურების პროვაიდერს, რომ სურს რეფერალური მომსახურების მიღება. 

თუ კომისია უარს ამბობს მომსახურების ანაზღაურებაზე, პაციენტს მოუწევს გადახდა.

რეფერალური მომსახურება მოიცავს შემდეგი სერვისების დაფინანსებას:

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია, ჰოსპიტალიზაცია);
  • შეგიძლიათ მოითხოვოთ დაფინანსება გამოკვლევების/ოპერაციების/კონსულტაციების, ასევე წამლების საფასურის დასაფარად.

 

მომზადებულია World Vision in Georgia-ს ინფორმაციის საფუძველზე

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)