როგორ უნდა აიღოთ უკრაინაში დასაბრუნებელი დოკუმენტი (ე.წ. თეთრი პასპორტი):
• გაიცემა უცხოური პასპორტის არარსებობის შემთხვევაში უკრაინის საელჩოში საქართველოში (ჭავჭავაძის გამზ. 76).
• დოკუმენტი გაიცემა ერთი დღის ვადაში. გაცემის მაქსიმალური ვადაა 5 დღე. საკონსულო მოსაკრებელი - 77 ლარი.
• საქართველოში უკრაინის საელჩოში ვიზიტის დაჯავშნა ხდება შემდეგ მისამართზე: https://online. mfa.gov.ua
განაცხადისთვის საჭიროა:
• პასპორტის თარგმანი (არანოტარიული) ქართულ ენაზე, ღირებულება დაახლოებით 15-20 ლარი.
• უნდა აიღოთ საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, ქავთარაძის 21. დოკუმენტის 1 დღეში აღების ღირებულება შეადგენს 52 ლარს.
• უკრაინის შიდა პასპორტი.
• ფოტო 3.5 * 4.5 (2 ცალი).
შენიშვნა:
ზოგიერთ შემთხვევაში, საელჩომ შეიძლება, მოითხოვოს მოქალაქეობის დადასტურების პროცედურა - მაშინ პროცესი შეიძლება სამ თვემდე გაგრძელდეს.
დოკუმენტი გაიცემა ექსკლუზიურად უკრაინაში დასაბრუნებლად.
მომზადებულია Volunteers Tbilisi-ს ინფორმაციის საფუძველზე
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)