9 და 10 ნოემბერს უკრაინული სახლი კალიგრაფ შოთა საგანელიძის მულტიმედიურ გამოფენას უმასპინძლებს.
უკრაინული სამოსის, ფერების, ორნამენტების და სიმბოლიკის არაჩვეულებრივი შერწყმა საფუძვლად დაედო თანამედროვე ქართველი კალიგრაფის შოთა საგანელიძის შემოქმედებას. ეს არის სახეები როგორც ისტორიიდან, ისე თანამედროვე ცხოვრებიდან.
გამოფენაზე ათამდე უკვე არსებული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, და ასევე მოხდება უკრაინული ქალების პორტრეტების პროექტის პრეზენტაცია.
გამოფენის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოსა და უკრაინის გულშემატკივრებისთვის მკაფიო აღსაქმელი გახდეს ის, თუ რატომ არის დღევანდელი ომი კულტურებს შორის ომი, რას ებრძვის და რისი განადგურება სურს საერთო მტერს.
მისამართი: უკრაინული სახლი თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქ., 8
როდის: 9 ნოემბერი, 18:00 საათი
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)