Unite Together-ის გუნდი აცხადებს პროგრამას WINTERIZATION საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის.
პროგრამა ანაზღაურებს ზამთრის კომუნალურ ხარჯებს თვეში 150 ლარის ოდენობით, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე (სამი გადახდა).
დახმარებს მიიღებს პირი, რომელიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდა და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ კრიტერიუმს:
A - არის მძიმედ დაავადებული, ინვალიდობის სტატუსის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შესაბამისი დოკუმენტებით)
B - 60 წელზე მეტი ასაკის (დაბადების თარიღის მიხედვით)
C - ჰყავს მრავალშვილიანი ოჯახი (18 წლამდე ასაკის 3 ან მეტი ბავშვი)
D - მარტოხელა დედა/მამა, რომელიც დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან შვილებს და აქვს არასრული ოჯახის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები.
პროგრამის შესახებ ყველა ოფიციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ https://www.facebook.com/UniteTogetherForUkraine/
ანკეტის შევსება არ ნიშნავს, რომ დახმარებას აუცილებლად მიიღებთ.
შეავსეთ კითხვარი ბმულზე: https://forms.gle/L9hru6zLD2TVNugVA
საჩივრები გაგზავნეთ წერილობით მისამართზე: concerntsukr2103@asb.ge.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)