18 ნოემბერს - შეხვედრა "პროფესიის ნავიგატორი"

18 ნოემბერს, 16:00 საათზე, უკრაინული სახლის ფსიქოლოგის ლესია ვინნიკის "პროფესიის ნავიგატორის" შეხვედრების ციკლის სტუმარი იქნება  ჟურნალისტი თამთა გუგუშვილი. 

 ყოველმა მერვე მოზარდმა არ იცის რა გააკეთოს მომავალში. მოზარდს პირველი ასეთი არჩევანის გაკეთება უკვე სკოლის მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ - 14-15 წლის ასაკში შეუძლია. რაც ნიშნავს, რომ მანამდე ის, სულ მცირე, უნდა გაეცნოს პროფესიული შესაძლებლობების მრავალფეროვნებას. 

ასევე, ამ დროისთვის, ახალგაზრდამ უნდა გააცნობიეროს მისი ინტერესებისა და ნიჭის დონე, რათა გადაწყვიტოს რომელ პროფესიაში შეძლებს მათ რეალიზებას მაქსიმალურად ეფექტურად.

შეხვედრების მიზანია, დაეხმაროს მოზარდებს შეარჩიონ პროფესიული მიმართულება და თვითრეალიზება მოახდინონ. შეხვედრების სტუმრები სხვადასხვა პროფესიაში წარმატებულ ადამიანები იქნებიან.  

მისამართი: თბილისი, მიხეილ ჯავახიშვილის 8

უკრაინული სახლის მხარდამჭერები არიან UNDP Georgia და Deutsche Botschaft Tiflis/გერმანიის საელჩო თბილისში. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)