დიალიზი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში შემოსული და საქართველოში მუდმივად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სარგებლობენ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მომსახურებით, მათ შორისაა დიალიზი.

თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია:

• დიალიზი;

• ლაბორატორიული კვლევა;

• მედიკამენტები;

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს (ჯანმრთელობის სამინისტროს დაქვემდებარებაში) და შეავსოს დადგენილი განაცხადის ფორმა და თან დაურთოს ფორმა No IV-100/ა (ჯანმრთელობის ცნობა), რომელსაც გასცემს პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულება.

სააგენტოს მისამართი: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 144.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჯადნაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.

 

მომზადებულია World Vision in Georgia-ს ინფორმაციის საფუძველზე

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)