28 ნოემბერს - საინფორმაციო შეხვედრა უკრაინის მოქალაქეებისათვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იწვევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული თემისათვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს ეძღვნება.

შეხვედრის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბიზნესის რეგისტრაცია; ბინადრობის ნებართვის მიღება საქართველოში; უკრაინული პენსიის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები; სხვა თემები.

შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 28 ნოემბერს, 15:00 საათზე, უკრაინულ სახლში (მისამართი: თბილისი, მიხეილ ჯავახიშვილის ქ. №8)

სამუშაო ენები: რუსული, ინგლისური.

დეტალური ინფორმაცია: https://forms.gle/43uwhibjRM7Tfusk7

შეხვედრა იმართება „უფლებები საქართველოს“ პროექტის „საქართველოში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვა“ ფარგლებში. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტაბილური სამოქალაქო საზოგადოება და მედია პასუხობს უკრაინის ომს“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრსა და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)