თამაში "ღიმილის ძალა" უკვე ხელმისაწვდომია. თამაში არის ყველა ასაკისთვის და წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტსემოციების გაცნობისა და მათ დასარეგულირებლად.
იდეა ძალიან მარტივია: თამაშს აქვს 12 განსხვავებული ემოციის შაბლონი წარწერებით (ბედნიერი, სევდიანი, კოცნა, თავდაჯერებული, ვამპირის ღიმილი, დამცინავი, მორცხვი, მზრუნველი...). შაბლონები უნდა ამოჭრათ, დააკრათ ჯოხზე (მილაკზე, კოვზზე) ან უბრალოდ მიიტანოთ სახეზე. შემდგომ შეხედოთ საკუთარ თავს სარკეში ან გადაიღოთ სელფი, მიუახლოვდი ვინმეს ასეთი „ღიმილით“, გაუგზავნოთ ვინმეს ფოტო ან აჩვენოთ თქენი განწყობა.
სათამაშო ნაკრები შეიცავს პოსტერს ემოციებზე, რომელიც შეიძლება დაკიდოს ოთახის, საბავშვო ბაღის ან საკლასო ოთახის კედელზე იმისათვის, რომ ბავშვებმა ისწავლონ განსხვავებული ემოციები, დაასახელონ ისინი პლაკატზე დახატული სახის მიხედვით.
ასევე თამაშში არის ღია ბარათები ღიმილით - რომლებიც შეგიძლიათ დაბეჭდოთ, დახატოთ, გამოიყენოთ თქვენთვის, ან მისცეთ და გაუგზავნოთ ვისაც გსურთ.
თამაშის შაბლონები, პლაკატები, ღია ბარათები ბმულზე http://bit.ly/47jDUPl
თამაში ყველასთვის - ბავშვებისთვის, უფროსებისთვის, ოჯახებისთვის, მასწავლებლებისთვის, პედაგოგებისთვის და ფსიქოლოგებისთვის.
დეტალური ინსტრუქციები თამაშისთვის: https://tinyurl.com/3rjffwsw
ავტორი: სვიტლანა როიზი
რედაქტორი: ტანია სტუსი;
დიზაინერები: რომან მარჩიშინი და ოლენა მარჩიშინა
ილუსტრატორი: ინა ჩერნიაკი
პროექტის მენეჯერი: ირინა პეტრივი
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)