15 დეკემბერს, თბილისში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით იმართება კონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჰუმანიტარული ორგანიზაციები, დევნილთა და ლტოლვილთა სათემო საბჭოების წევრები, მედიის წარმომადგენლები და სფეროს სხვა პროფესიონალები.
კონფერენციის პარალელურად იგეგმება დევნილი და უკრაინელი ლტოლვილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა.
მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილ ან უკრაინელ ლტოლვილ მეწარმეს, რომელსაც საკუთარი პროდუქციის წარმოდგენა შეუძლია საგამოფენო სივრცეში.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მრავალფეროვანი და ერთმანეთისაგან განსხვავებული მეწარმეების შერჩევას.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ფორმის შევსების ბოლო ვადაა 6 დეკემბერი.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)