ტექნიკა უკრაინელი მოსწავლეებისთვის - ახალი საქველმოქმედო პროექტი

უკრაინის საელჩოს თხოვნით საქველმოქმედო ორგანიზაცია Ukraina.ge-მ დაიწყო ახალი პროექტი უკრაინელი მოსწავლეების დასახმარებლად.

როგორც იცით, ომის პირობებში, უკრაინელი მოსწავლეები ძირითადად, ონლაინ სწავლებაზე არიან გადასულები, რისთვისაც, მათ სჭირდებათ შესაბამისი ტექნიკა: ლეპტოპი, პლანშეტი თუ სხვა.

თუ გაქვთ მეორადი, გამართული ტექნიკა, შეგიძლიათ მიაწოდოთ Ukraina.ge-ს ოფისს. რა თქმა უნდა, მიიღება ახალი ტექნიკაც. ტექნიკის უკრაინაში ტრანსპორტირებას უკრაინის საელჩო უზრუნველჰყოფს.

ტექნიკა შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ მისამართზე:

ი. ჭავჭავაძის 75-3ა (სამსართულიანი მწვანე შენობა).

დაუკავშირდით Ukraina.ge-ს ფეისბუქზე ან დარეკეთ:

577 40 64 42;

555 54 04 84; 

577 28 50 55.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)