ევგენიამ ზეფირისგან გემრიელობების დამზადება ჯერ კიდევ დონეცკში, ორსულობისას დაიწყო. მას მერე ზეფირის დესერტები მის პროფესიად იქცა. დღეს ამ ტკბილეულისგან ნაირფერ ყვავილებს ამზადებს და ბუკეტებს აწყობს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ საყვარელი საქმე გააგრძელა. „თუ ჩემს ლამაზ და თან გემრიელ ბუკეტს საჩუქრად გაგზავნით, ნამდვილად მოახდენთ ეფექტს“, - გვითხრა ევგენიამ. თქვენთვის სასურველი ბუკეტის ამოსარჩევად და შესაკვეთად ეწვიეთ ინსტაგრამ გვერდს zefiros.dn. შეკვეთას კურიერი თბილისის მასშტაბით მოგიტანთ.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)