არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იწვევს რუსთავში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული თემისათვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს ეძღვნება.
შეხვედრის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბიზნესის რეგისტრაცია; ბინადრობის ნებართვის მიღება საქართველოში; უკრაინული პენსიის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები; სხვა თემები.
შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 26 დეკემბერს, 13:00 საათზე, ახალგაზრდულ სოციალურ კაფეში „პროფესიო“( Profesio) (მისამართი: რუსთავი, ნიკო ლომოურის ქუჩა).
სამუშაო ენები: ქართული, რუსული.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/Kkt1BHwdykPbEzFKA
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტაბილური სამოქალაქო საზოგადოება და მედია პასუხობს უკრაინის ომს“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრსა და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)