მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, IT პროდუქტების მენეჯმენტი - კურსების ნაკრები

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები 

განახლებულია Google-ისა და პარტნიორების სასწავლო კურსი სამსახურსა და ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების შესახებ.

3 საათიანი კონტენტი 5 წუთიანი ვიდეოების ფორმატში დაეხმარება მათ, ვისაც რაიმე სმენია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მაგრამ ჯერ არ გამოუყენებია პრაქტიკაში.

შეუერთდით კურსს და ისარგებლეთ შესაძლებლობით:

•გაიგოთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ტექნიკური გამოცდილების გარეშე;

•ნახოთ ვიდეოები თქვენთვის მოსახერხებელ დროს;

•მიიღოთ სერტიფიკატი

კურსზე გადასვლა https://rsvp.withgoogle.com/events/ai-basics_2023_short 

 

მონაცემთა ანალიზი, SQL და Power BI

თქვენ შეისწავლით SQL-ში მონაცემებთან მუშაობას: რა ტიპის მონაცემები არსებობს, როგორ დავაჯგუფოთ ისინი, რა ფუნქციებია ხელმისაწვდომი SQL-ში. თქვენ ასევე იმუშავებთ Power BI-სთან და იქ შექმნით დეშბორდებს.

https://osvita.diia.gov.ua/courses/data-analyst-sql-and-power-bi 

 

შესავალი IT პროდუქტების მენეჯმენტში

ეს არის ვიდეო კურსი პროდუქტის მენეჯმენტის შესახებ. 11 ვიდეოს ნახვის შემდეგ მიხვდებით:

– ვინ არის პროდუქტის მენეჯერი, რას საქმიანობს და როგორ შეიძლება განვითარდეს პროფესიაში;

– როგორ გავაანალიზოთ ბაზარი/პროდუქტი/მომხმარებლები სწორად და რა ალგორითმებია საჭირო ამისთვის;

– რა მეტრიკის გამოყენება შეუძლია პროდუქტის მენეჯერს თავის საქმიანობაში;

– როგორ შევქმნათ და განვახორციელოთ პროდუქტის განვითარების სტრატეგია;

– როგორ  ვმართოთ ეფექტურად პროექტის გუნდი და რა მეთოდოლოგიები შეიძლება დაგვეხმაროს ამაში.

https://osvita.diia.gov.ua/courses/intro-to-it-product-management

 

ChatGPT საკუთარი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად

თქვენ გაეცნობით ხელოვნური ინტელექტისა და ChatGPT-ის გამოყენების სფეროებს, თარგმანის და ტექსტის ანალიზის ჩათვლით. თეორიულ ცოდნასთან ერთად შეძლებთ ChatGPT-თან ურთიერთობის პრაქტიკული უნარების განვითარებას, რაც საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ ხელსაწყოს შესაძლებლობები საკუთარი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.

https://osvita.diia.gov.ua/courses/chatgpt-for-personal-effectiveness 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)