ოლექსანდრა ზაპოროჟიედანაა. განათლებით ეკონომისტია, მაგრამ როგორც ამბობს, პროფესიით მუშაობას მისთვის სიხარული არ მოაქვს. სამაგიეროდ, ბოლო 4 წელია პროფესიონალურად დაკავდა საკვებისგან გემრიელი თაიგულების დამზადებით. ამის კეთება უყვარს და ეხერხება.
საქართველოში 2023 წლის მაისში ჩამოვიდა, მისი აწყობილი, წარმატებული ბიზნესი კი ოკუპაციაში დარჩა.
„საქართველოში ყველაფერი ნულიდან დავიწყე, მაგრამ სამაგიეროდ დიდი გამოცდილება მქონდა“,- ამბობს ოლექსანდრა.
მის ინსტაგრამ გვერდზე ნახავთ შოკოლადებისგან, ჩირისგან, ზეფირისგან, ძეხვეულისგან და სხვა სახეობის საკვებისგან დამზადებულ თაიგულებს.
ინსტაგრამი: https://www.instagram.com/_podarki_hand_made__/
შესაკვეთად დარეკეთ +995500997333
მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისი.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)