ოლგა კიევიდანაა. თავიდან ბავშვებისთვის თამაშების შექმნა მისი ჰობი იყო და ამას საკუთარი შვილებისთვის აკეთებდა.
შემდეგ მეგობრების შვილებისთვისაც დაიწყო „ქვესტების“ შექმნა. ბავშვები მის ყოველ სტუმრობას ჟრიამულით ეგებებოდნენ: “ოლია მოვიდა ე.ი. დღეს განძის საძებნელად მივდივართ!“. ოლგა მიხვდა, რომ ჰობი შეეძლო, საყვარელ საქმედ ექცია.
ასე დააარსა თბილისში Storyland - საბავშვო ღონისძიებების ცენტრი. აქ ბავშვებს პრინცესას დახმარებას ან სუპერგმირობას სთავაზობენ. ან იქნებ დინოზავრის მოძებნა უნდათ? Storyland-ში ყველაფერი შესაძლებელია.
ზღაპრის გმირთან ერთად ბავშვები სხვადასხვა საოცარ თავგადასავალში გაეხვევიან, ამოხსნიან გამოცანებს, მოამზადებენ ჯადოსნურ წამლებს, მოძებნიან უხილავ მინიშნებებს.
„ჩვენს ცენტრში ყველა ბავშვს შეუძლია სუპერძალის გამოვლენა და მოწყენის დრო არავის ექნება“,- ამბობს ოლგა.
ღონისძიებები ტარდება ქართულ ან რუსულ ენაზე.
Facebook გვერდი: www.facebook.com/storylandge
დეტალური ინფორმაციისთვის გაგზავნეთ შეტყობინება WhatsApp-ში: +995591711236.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)