დამწყები ჟურნალისტების სკოლა - Reforum Space Tbilisi

მომავალ კვირას Reforum Space Tbilisi-ში ახალი საგანმანათლებლო პროექტი - დამწყები ჟურნალისტების სკოლა დაიწყება. მონაწილეები დაესწრებიან ოფლაინ ტრენინგების სერიას პროფესიონალი ჟურნალისტებისა და მედია ექსპერტებისგან, რომლებიც დაეხმარებათ ჟურნალისტური უნარების გაუმჯობესებაში.

როგორა პროექტის პროგრამა?

პროექტის ფარგლებში ყველა ტრენინგი დაყოფილი იქნება რამდენიმე ნაკადად - პირველი 25 იანვარს დაიწყება და ოთხ კვირას გაგრძელდება. პირველი ნაკადის შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ და დაგეხმარებათ დაეუფლოთ შემდეგ უნარებს:

საჯარო გამოსვლის ხელოვნება დიმიტრი ბუჟინსკისთან. თქვენ ისწავლით როგორ მიაწოდოთ თქვენი იდეები აუდიტორიას და გამოიყენოთ ხმა და ჟესტები ძლიერი შთაბეჭდილების მოსახდენად.

 იმუშავეთ პირდაპირ ეთერში და მასობრივ ღონისძიებებზე ტელეწამყვან ვლადიმერ რომენსკისთან. თქვენ შეისწავლით, როგორ მართოთ აუდიტორიის ყურადღება, გაუმკლავდეთ შფოთვას და მოულოდნელ სიტუაციებს.

ტექსტებთან მუშაობა და მკაფიო სათაურების შექმნა ალექსეი ლევჩენკოსთან ერთად. თქვენ შეისწავლით თუ როგორ უნდა დაწეროთ ტექსტები სხვადასხვა ჟანრში, რომელთა წაკითხვა მკითხველს თავიდან ბოლომდე მოუნდება.

ინტერვიუს ოსტატობა  ჟურნალისტთან და მწერალ ილია ჟეგულევთან ერთად. თქვენ ისწავლით როგორ იპოვოთ საინტერესო ისტორიები, დაუსვათ სწორი კითხვები და ისაუბროთ თქვენს თანამოსაუბრეებთან.

პროექტის კურატორი ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანია.

ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამაში?

სკოლა ელოდება დამწყებ ჟურნალისტებს, ბლოგერებს და ყველას, ვისაც რაიმე ახლის სწავლა სურს. პროექტი განკუთვნილია დამწყებთათვის, ამიტომ სკოლა არ ელის მონაწილეების მიერ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ფლობას.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა? 

შეავსეთ ფორმა https://bit.ly/3tVSazo 

განაცხადები მიიღება 23 იანვრის ჩათვლით.

ენა: რუსული.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)