სოლიდარობის ცენტრის პროექტის სამუშაო ძალაში ქალების ჩართულობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ჩატარდება შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ უკრაინული თემის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში, მათ შორის განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლებები და ვალდებულებები წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში, შრომითი ხელშეკრულების ფორმები, ვადები და არსებითი პირობები, სტაჟირება და გამოსაცდელი ვადა, შრომითი დისკრიმინაცია, შევიწროება სამუშაო ადგილებზე.
შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა იმოქმედონ შრომითი უფლებების დარღვევის დროს.
შეხვედრას გაუძღვება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, იურისტი, რაისა ლიპარტელიანი.
ჩატარების დრო: 9 თებერვალი, 17:00 საათი
ადგილი: უკრაინული სახლი, მიხეილ ჯავახიშვილის ქ. N8
საჭიროა რეგისტრაცია: https://forms.gle/Tosnn4rL7U5V9dBaA
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)