სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ორი წლის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა სიმამაცის, გამბედაობის, გამძლეობისა და ერთიანობის მაგალითები სასტიკი, რიცხობრივად აღმატებული მტრის წინაშე.
24 თებერვალს, უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია საქართველოში „სვიტანოკი“ იწვევს ყველას, შეუერთდნენ ღონისძიებას, რომელიც ტარდება სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით.
ღონისძიების პროგრამაში:
• გამოფენა-ინსტალაცია “ომის 2 წელი” ციტატებში.
• შესანიღბი ბადეების ქსოვა. თითოეული ნაქსოვი ლენტი დაიცავს ჯარისკაცებს.
• ამულეტების შექმნა სამშობლოს დამცველებისთვის.
• “კულტურა ომის წინააღმდეგ” - მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.
• “მარიუპოლის 20 დღე”- ფილმის ჩვენება. ფილმი გახდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმი London Critics’ Circle Awards - ზე და ნომინირებული იყო ოსკარზე.
დასაწყისი: 12:00
თბილისი, მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის 13.
დასწრება თავისუფალიაწინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)