საქველმოქმედო გარბენი „Марафон на мільйон“ - ომი გრძელდება

საქველმოქმედო ორგანიზაცია Batumi for Ukraine გიწვევთ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. 

2024 წლის 24 თებერვალს ბათუმში შემდეგი სპორტული აქტივობები გაიმართება:

1) გარბენი ბულვარში - ირბინე შენი ქალაქისთვის!

09:30 საათი - ტ.შევჩენკოს ძეგლთან შეკრება

10:45 საათი - დაწყება

შემოწირულობის პაკეტის ღირებულებაა 30 ლარი (უკრაინის დროშა, სამაჯური, გულის სტიკერი, მონაწილის სტიკერი ქალაქის სახელწოდებით). შემოწირულობა ნებაყოფლობითია.  

2) ავტო-მოტო რბოლა ბათუმის ქუჩებში უკრაინისა და საქართველოს დროშებით

13:30 საათი - კოლონის შეკრება აეროპორტთან 

14:30 საათი - დასაწყისი 

შემოწირულობის პაკეტის ღირებულებაა 30 ლარი (უკრაინის დროშა, მანქანის სტიკერი). შემოწირულობა ნებაყოფლობითია.  

3) საქველმოქმედო ამხანაგური საფეხბურთო მატჩი უკრაინის ეროვნულ გუნდსა და საქართველოს ნაკრებს შორის 

16:00 სათი - მატჩის დაწყება (მინი ფეხბურთის მოედანი „მაგნოლიასთან“)

შესვლა – 10 ლარი. 12 წლამდე ბავშვების დაშვება უფასოა.

საფეხბურთო მატჩის ფარგლებში გაიმართება მინი აუქციონი.

შემოსული  თანხა მოხმარდება ექიმებისა და სამხედრო პერსონალის ოფიციალური თხოვნების შესრულებას. 

თუ გაქვთ რაიმე კითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს Telegram/Viber/WhatsApp +380662401840 – კოორდინატორი ირინა.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)