22 თებერვალს - დინა ოგანოვას პერსონალური გამოფენას „Nenka Ukraine / დედაო უკრაინავ“

22 თებერვალს 17:00 საათზე უკრაინული სახლი თბილისში უმასპინძლებს დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის დინა ოგანოვას პერსონალურ გამოფენას „Nenka Ukraine / დედაო უკრაინავ“. გამოფენა ეძღვნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავს.

"ჩემს ორმაგი ექსპოზიციის ფოტოებში მინდოდა მეჩვენებინა ქალების პორტრეტები, რომლებიც იძულებით დატოვეს საკუთარი სამშობლო და აღმოჩნდნენ საქართველოში, რადგან მათი ქალაქები, რომლის უკანა მხარეს ხედავთ, ახლა ომია. ეს ქალები ჩემთის სიმამაცის და იმედის სიმბოლოები არიან ერთდროულად და დიდი მადლობა ყოველივე მათგანს, რომ მანდო საკუთარი ამბავი" - ამბობს დინა ოგანოვა.

დინა ოგანოვა - დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი და ხელნაკეთი წიგნების ავტორი. მუშაობს ძირითადად საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პერსონალურ, გრძელვადიან პროექტებზე,ძირითადად ქალთა და ახალგაზრდა გოგონების უფლებებზე, სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე.

მისი ყველაზე ცნობილი პროექტებია: "მე ვარ საქართველო", "ჩემი სივრცე", "გაყინული ტალღები", "#მეც", რომლიბიც მსოფლიოს მასშტაბით იყო და ახლაც იფინება.

ორჯერ მოიპოვა ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში (2017, 2022 წლებში) საუკეთესო დოკუმენტური ფოტოსთვის და ევროკავშირის ღირებულებების ასახვისთვის.

დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტო წიგნის „ჩემი სივრცე“-ს ავტორი, რომელიც დაცულია კერძო კოლექციებში და რამდენიმე მუზეუმში, მათ შორის ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაშიც ინახება.

მისამართი: მიხეილ ჯავახიშვილის, 8 / უკრაინული სახლი თბილისში

https://maps.app.goo.gl/tkkKCoVZ6jYtqTtR7 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)