ესტონეთის ლტოლვილთა საბჭოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების პროექტს უკრაინელი ლტოლვილებისთვის.
ვინ არის ბენეფიციარი?
ომის შემდეგ (2022 წლის თებერვალი) საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო უპირატესობა მიენიჭება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
როგორ მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების პროექტი?
ჰუმანიტარული დახმარება უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას.
პროექტს აქვს ორი მიმართულება:
1. სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა - განმცხადებელი ავსებს განცხადებას და წარადგენს ფორმა 100-ს, რომელიც მას ეძლევა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ფორმა 100 განსაზღვრავს აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭირო სამედიცინო მომსახურებას. თუ აღნიშნული სერვისები პროექტით განსაზღვრულ სიაში მოხვდება, ბენეფიციარი მიიღებს მხარდაჭერას მაქსიმუმ 1000 ლარის ოდენობით (თანხა გადაირიცხება და გადაიხდება უშუალოდ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ კლინიკაში).
2. გადაუდებელი შემთხვევები - თუ განმცხადებელს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და ამავდროულად ის ვერ ისარგებლებს მთავრობის ან სხვა პროექტების მიერ განსაზღვრული მხარდაჭერით. პროექტი გამოყოფს მთლიანი ღირებულებიდან მაქსიმუმ 1000 ლარს თანადაფინანსების სახით.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3TiTKFq
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)