უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეცვალა საზღვარგარეთ უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში მომსახურების მისაღებად ელექტრონულ რიგში რეგისტრაციის პროცედურა.
2023 წლის 15 ნოემბრიდან უცხოეთის დიპლომატიურ დაწესებულებებში ელექტრონულ რიგში რეგისტრაცია მოხდება ვიზიტორის ელექტრონული იდენტიფიკაციის საფუძველზე.
ელექტრონული იდენტიფიკაცია ხორციელდება ID.GOV.UA პლატფორმის მეშვეობით.
წინასწარ მოემზადეთ ელექტრონული საიდენტიფიკაციო საშუალებების გამოსაყენებლად. დეტალური ინსტრუქცია და ვიდეოები განთავსებულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე https://mfa.gov.ua/consul/forua/e-cherga
პენსიონერთა საყურადღებოდ! თუ თქვენ ხართ პენსიის მიმღები და ეძებთ შესაძლებლობას, დარეგისტრირდეთ ელექტრონულ რიგში რათა გაიაროთ იდენტიფიკაცია საპენსიო გადახდების მისაღებად, ყურადღება მიაქციეთ ამ პროცედურის დისტანციურად შესრულების ვარიანტებს: 1) საპენსიო ფონდის პორტალზე აირჩიეთ „იდენტიფიკაცია ვიდეო კონფერენციის საშუალებით“ მთავარ მენიუში, შეავსეთ ფორმა და დაელოდეთ საპენსიო ფონდის თანამშრომლების გამოხმაურებას; 2) თუ გაქვთ „Дія.Підпис“, შეგიძლაით ავტორიზაცია საპენსიო ფონდის პორტალზე და იდენტიფიკაცია მოხდება ავტომატურად.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს https://mfa.gov.ua/consul/forua/e-cherga
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)