ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, გაიხსნა მარკეტი, სადაც ნამდვილი უკრაინული პროდუქციის ყიდვას შეძლებთ.
მარკეტი ორმა უკრაინულმა ოჯახმა გახსნა. ერთი წყვილი ხერსონიდანაა, მეორე - მარიუოპოლიდან. ბათუმში ერთმანეთს შვილებმა შეახვედრეს. მალევე გაუჩნდათ უკრაინიდან პროდუქციის ჩამოტანის იდეა, უკრაინელ მომწოდებლებს შეუთანხმდნენ და ერთობლივ საქმიანობას შეუდგნენ.
რა დაგხვდებათ მარკეტში: უკრაინიდან ჩამოტანილი სალა, ძეხვეული, სოსისები, ტკბილეული და არამარტო. საყიდლებთან ერთად თან შეგიძლიათ ცხელი ყავა წაიღოთ.
„ჩვენი პროდუქცია საქართველოში ჩამოსვლამდე ხარისხის მკაცრ კონტროლს და ბევრ შემოწმებას გადის უპრობლემოდ რადგან ის საუკეთესოა“,- გვითხრეს მარკეტის მეპატრონეებმა.
მისამართი: ბათუმი, გორგილაძის 95.
ინსტაგრამი: https://www.instagram.com/marketua_batumi/
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)