„Kulbabka-ში ცხოვრება უფრო ფერადი ხდება“,- ამბობენ კერამიკის სახელოსნო Kulbabka Ceramics-ში. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ კერამიკის ნაწარმი, დაესწროთ მასტერ კლასებს და გაიაროთ არტ თერაპიის კურსი.
სახელოსნო თბილისში სერგეიმ დაარსა. ოკუპირებული მელიტოპოლიდან 2022 წლის აპრილში ჩამოვიდა. ომის საშინელებების შემდეგ თავადაც დასჭირდა არტ თერაპია და გადაწყვიტა, სხვა ლტოლვილებსაც დახმარებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენაში. ასე გაჩნდა კერამიკის სახელოსნოს იდეა.
„კერამიკის მეშვეობით ჩვენს ნაწილს გიზიარებთ. თითოეული ახალი ნამუშევარი ხომ ჩვენი და ჩვენი სახლის ნაწილია,- მითითებულია Kulbabka-ს ვებ-გვერდზე.
სახელოსნოში ის უკრაინელები არიან დასაქმებულები, რომელთაც ომის გამო სახლების დატოვება მოუწიათ. ერთ-ერთი მათგანი სერგეის 62 წლის დედაა, რომელიც თავადაც ატარებს საბავშვო მასტერკლასებს კერამიკაში.
Kulbabka-ს კარი ახალი სტუმრებისთვის მუდამ ღიაა.
ელ.ფოსტა: kulbabka.ceramic@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/kulbabka.ceramic
ვებ გვერდი: https://kulbabka.org/
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)