ერთად ერთმანეთისთვის

✨ "კუნძული" - ანუ "Острів" - პირველი უკრაინული გამომცემლობაა საქართველოში.
✨ "კუნძული" ყველანაირად ცდილობს ქართველი მკითხველი უკრაინულ „კაუჭზე“ წამოაგოს - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - ამ გამომცემლობაში გამოჩენილ უკრაინელ ავტორებს ქართულად თარგმნიან, გარდა ამისა „კუნძული“ უკრაინელ მკითხველს აცნობს ქართველი მწერლების შემოქმედებას.
✨დღემდე გამოცემულია 7 წიგნი, მათ შორის ლესია უკრაინკას ორი დრამატული პოემა: „კასანდრა“ და „ქვის ბატონი“, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნა (თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა). წიგნების უმეტესობა ორენოვანია, უკრაინულ-ქართული, ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-უკრაინული, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი ენების შესწავლისას.
✨ ამჟამად მუშავდება კიდევ ორი გამოცემა - მიკოლა ხვილოვის "მე (რომანტიკა)" (ქართულად) და ვასილ სტუსის "პოეზია" (ბილინგვა).
✨გარდა ამისა, გამომცემლობის დამფუძნებელი ნატალია ტროხიმი ამზადებს ექსკლუზიურ ხელნაკეთ მოტანკებს, რომლებიც მორთულია სხვადასხვა ნაქარგებით, ავთენტური მძივებით.
✨ გაეცანით გამომცემლობა "კუნძულის" წიგნებს (ლიტერატურა შეგიძლიათ დაათვალიეროთ (უკრაინულ სახლში), შეიძინოთ და შეუკვეთოთ). ითანამშრომლეთ გამომცემლობა „კუნძულთან“.

This project has been produced with the assistance of the People in Need People in Need. Its contents are the sole responsibility of Georgian-Ukrainian Platform and do not necessarily reflect the views of the People in Need. ეს პროეკტი შექმნილია ფიფლ ინ ნიდის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართულ-უკრაინული პლატფორმა დაშესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ფიფლ ინ ნიდის შეხედულებებს.

Dopomoga Ukraini - უკრაინისთვის activity is implemented with support of World Vision in Georgia within the Ukraine Crisis Response Program funded by Aktion Deutschland Hilft (ADH). 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)