“მეამას” და საქართველოს წითელი ჯვრის ერთობლივი აქციის ფარგლებში უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას სასურველი მისამართიდან უფასოდ შეძლებთ. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ რეგისტრაციის ფორმა და დააფიქსირონ, რომ სურთ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა უკრაინაში. “მეამას” მიწოდების სამსახურის თანამშრომელი ტვირთს თქვენთვის სასურველი ნებისმიერი მისამართიდან წამოიღებს და გადასცემს წითელი ჯვრის ორგანიზაციას, რის შემდეგაც ის უკრაინაში გაიგზავნება.
საჭირო პროდუქტებისა და ნივთების სია განთავსებულია პლატფორმაზე https://forukraine.meama.ge.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)