ქალაქ ხარკოვში დარჩენილ მოსახლეობას ადგილობრივ მოხალისეთა ასოციაცია ეხმარება. ყოველდღიურად მზადდება 4000 პორციაზე მეტი საკვები, რომელიც შემდგომ რიგდება საჭიროების ადგილებში. მოხალისეები ეხმარებიან სავაადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს, ტერიტორიული თავდაცვის ძალებს და ყველას, ვინც ამჟამად ქალაქში იმყოფება.
საკვების, საწვავისა და ბავშვთა ნივთების შესაძენად და მოხალისეობრივი საქმიანობის გასაგრძელებლად ასოციაციას ესაჭიროება ფინანსური სახსრები.
დონაცია შესაძლებელია როგორც აშშ დოლარში, ისე კრიპტოვალუტაში. დონაციისთვის გადადით ბმულზე www.kharkiv-help.com/en.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)