„ჭრელი აბანო & სპა“ მასაჟისტის ვაკანსიას აცხადებს

„ჭრელი აბანო & სპა“ აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: შეთანხმებით

კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოცდილება შემდეგი ტიპის მასაჟში:

  • სარელაქსაციო მასაჟი;
  • ანტი-ცელულიტური მასაჟი;
  • სამედიცინო მასაჟი;
  • სტრესის მოსახსნელი მასაჟი;
  • შოკოლადის/სკრაბ მასაჟი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სულ მცირე, ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • კრიტიკული სიტუაციების მართვა, შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი;
  • პაციენტებთან კომუნიკაციისა და მათი ნდობის მოპოვების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი/კოლეგიალურობა;
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ CV მისამართზე info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში მიუთითონ პოზიციის დასახელება. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)